ზუგდიდის ცენტრში “მაკდონალდსი” 2 ივნისს გაიხსნება (ვიდეო+ფოტო)

0

mac1ზუგდიდში “მაკდონალდსი” 2 ივლისს გაიხსნება. ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია სწრაფი კვების ობიექტის გახსნას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის ოლიმპიური ჩირაღდნის ზუგდიდში შემოსვლის დღეს უკავშირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდის “მაკდონალდსს” ექნება, როგორც რესტორნული მომსახურება დარბაზებში, ასევე სამანქანო ბილიკები, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია მაკდონალდსის ტერიტორიაზე მანქანიდან გაუსვლელად შეკვეთა მისცეს და შეკვეთილი პროდუქცია რამდენიმე წუთში მიიღოს.

mac2mac3mac4mac5mac6mac1

ზუგდიდის “მაკდონალდსს” ექნება “მაკ-დრაივი”, რომელიც შეკვეთილ მენიუს სახლში მიტანით მოგართმევთ. ფასები “მაკდონალდსში” თბილისისა და ქუთაისის ანალოგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში “მაკდონალდსი” თბილისში სწრაფი კვების 15 რესტორანს გახსნის. საქართველოში “მაკდონალდსის” პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა. ქსელს დღეს 6 ფილიალი აქვს, საიდანაც ოთხი თბილისშია, ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში. ამიერიდან კი სხვა დიდი ქალაქების ფილიალებს ზუგდიდიც შეემატება.

სხვა ახალი ამბები: