ზუგდიდის ციხის ადმინისტრაციის 6 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

0
bunti zugdidis cixeshiსასჯელაღსრულების ზუგდიდის #4 დაწესებულებიდან ადმინისტრაციის 6 თანამშრომელი გათავისუფლდა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეს-სპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, დაწესებულების თანამშრომლები 2008 წლიდან სისტემატურად ახდენდნენ ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ და ფიზიკურ ზეწოლას პატიმრებზე.
“დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი თეიმურაზ გოგოლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ირაკლი ჭითანავა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი კობა ანთია, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი გოგიტა გაბისონია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორი ონისე ლაგვილავა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ნიკოლოზ ბარგანჯია ბრალდებულებს სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სამი მათგანი –თეიმურაზ გოგოლი, კობა ანთია და გოგიტა გაბისონია საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ფიგურირებენ” – განმარტა კორძაიამ და იქვე დასძინა, რომ ადმინისტრაციის 6 თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.

სხვა ახალი ამბები: