ზუგდიდის ციხის კედელზე პატიმრებმა თავი მიიკრეს და შიმშილობა გამოაცხადეს

0

bunti zugdidis cixeshiსასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის ნომერ მეოთხე საპყრობილეში ორმა პატიმარმა გიგა ინალიშვილმა და ლევან ეჯიბიან ციხის კედელზე თავი მიიკრეს და უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. მათ სოლიდარობა ამავე საპყრობილეში მყოფმა შვიდმა პატიმარმა გამოუცხადა. გიგა ინალიშვილი და ლევან ეჯიბია მათი საქმეების გადახედვას ითხოვს, რადგანაც საკუთარ თავს უდაანაშაულო ადამიანებად თვლიან.

მოშიმშილე პატიმრები შინაგან საქმეთ სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების ჩამოსვლასა და მათი საქმეების გადახედვას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოშიმშილე პატიმრებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას 27 პატიმარი აპირებს. ამასთანავე ორივე პატიმრის მშობლებმა დღესვე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის დაწვა დააანონსა.

გიგა ინალიშვილმა და ლევან ეჯიბიამ 7 პატიმართან ერთაად შიმშილობის აქცია რამდენიმე საათის წინ დაიწყეს.

ცნობისათვის, ორივე პატიმარი სენაკის რაიონში დაახლოებით თვენახევრის წინ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე არიან დაკავებული. გიგა ინალიშვილი და ლევან ეჯიბია ყაჩაღურ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი.

სხვა ახალი ამბები: