ზუგდიდის ჯერ კიდევ მოქმედმა საკრებულომ აიპიების ხელმძღვანელები დანიშნა

0

zuugdidiiis sakrebuuloooდღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა საკრებულომ თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორები დანიშნა. საკრებულომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი ერთხმად დაუჭირა.

ა.ა.ი.პ „სასაფლაოების მართვის ცენტრს“ ქალაქში გოჩა ჭიჭინაძე უხელმძღვანელებს, ზუგდიდის თემში კი დავით მატუა.

ქალაქ ზუგდიდის ა.ა.ი.პ „ცენტრალურ ბიბლიოთეკის“ უფროსად მოქმედი დირექტორი, მანანა გვარამია რჩება, ხოლო, თვითმმართველ თემში აღნიშნული სამსახურის დირექტორად მადონა მაქაცარია დაინიშა.

ა.ა.ი.პ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ დირექტორი ქალაქში კვლავ მარინა კვიკვინია იქნება. ზუგდიდის თემში კი,აღნიშნულ სამსახურს, მოქმედი საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, ლევან მაქაცარია უხელმძღვანელებს.

ქალაქ ზუგდიდის ა.ა.ი.პ „კეთილმოწყობის ცენტრის“ დირექტორად კი კვლავ გია ცაავა რჩება, ხოლო მუნიციპალიტეტში ნოე პერეტაია დაინიშნა.

სხვა ახალი ამბები: