ზუგდიდის 10 სოფელი ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

0

suchalightზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა, რომელმაც ელექტროსადენები დააზიანა. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიას” ზუგდიდის ოფისის მთავარი მენეჯერი რამინ გულორდავა smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, “იმ სოფლებს, რომელსაც დღის 14 საათიდან არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, ამაღამვე აღუდგებათ მიწოდება თუკი ქარი ჩადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ჩავრთავთ სოფლებს, რადგანაც ზოგიერთ სოფელში ქარიშხალია და ეს დიდ საშიშროებას იწვევს”

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ათ სოფელს ელექტროენერგია 14.00 საათის შემდეგ არ მიეწოდება.

სხვა ახალი ამბები: