ზუგდიდის 18 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

1

1269338_374729755993551_1159768515_oზუგდიდის ქუჩებში სამშენებლო– სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ასფალტის საფარის დასაგებად მომზადებულია ქალაქში ჯორჯიაშვილის,ჯავახიშვილის, გორის, კრილოვის, ჩილაჩავას, პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩები.

უახლოეს სამ დღეში ასევე ასფალტის საფარის დასაგებად მომზადდება ბესიკის, შარტავას, ფერდინანდის და ილია ჭავჭავაძის ქუჩები. ჩამოთვლილი ქუჩების მოასფალტება კი უახლოეს დღეებში განხორციელდება.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდის 18 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. თვრამეტივე ქუჩის შეკეთება სრულად თვის ბოლოსთვის დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: