ზუგდიდის 55 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის მზად არის

0

skola-zugdidiზუგდიდის რაიონის 55 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს 16 სექტემბერს დაიწყებს. როგორც ზუგდიდის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა შესაძლოა ორ სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით არ დაიწყოს, თუმცა ეს განათლების სამინისტროს გადასაწყვეტია. ზუგდიდის რაიონის ორ საჯარო სკოლაში ( მერვე და მეათე საჯარო სკოლები) სარემონტო სამუშაოები ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.

ლელა ქებურიამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სასწავლო სახელმძღვანელოებზე, რომელიც სკოლის ყველა მოსწავლეს უფასოდ დაურიგდება. მისი განცხადებით ახალი წიგნები უკვე ადგილზეა და თითოეულ მოსწავლეს ის დროებით სარგებლობაში გადაეცემა.

”ახალი სასწავლო სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლეს გადაეცემა. შესაძლებელია ამ ახალ სახელმძღვანელოებში გაერიოს მხოლოდ ერთი ნახმარი სახელმძღვანელო. ყველა მოსწავლეს ერთნაირად დაურიგდება სახელმძღვანელოები და არავითარ შემთხვევაში ნაწყენი არ დარჩება არავინ. ეს ნახმარი სახელმძღვანელოები არის შარშანდელი, რომელიც არის ძალიან მაღალ დონეზე მოვლილი. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ასეთი შეიძლება გაერიოს მხოლოდ ერთი იმ ახალ სახელმძღვანელოებს შორის”-განაცხადა ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

ზუგდიდის ორმოცდათხუთმეტივე სკოლის პირველკლასელებს ახალი ნეთბუქები გადაეცემათ, რომელიც წელს უფრომეტად განახლებულია და ჩაწერილია სწავლების ახალი სასწავლო პროგრამები. წელს პირველკლასელებს ახალ ნეთბუკებს განათლების სამინისტრო გადასცემს.

სხვა ახალი ამბები: