ზუგდიდის McDonald’s-ი მაისის ბოლოს გაიხსნება

0

ზუგდიდში-მაკდონალდსი-636x395ზუგდიდში სწრაფი კვების ობიექტის “მაკდონალდსი” აშენებას წინ არაფერი უდგას. მშენებლობის პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, 10 დღეში დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამის თაობაზე თანხმობა, თემურ ჭყონიამ  ჩიკაგოდან, “მაკდონალდსის” ცენტრიდან გუშინ მიიღო.

“ვულოცავ ყველა ზუგდიდელს, რომ ამ ქალაქში, სავარაუდოდ მაისის ბოლოს, უკვე გვექნება “მაკდონალდსი”, – თქვა კობა ქანთარიამ.

ცნობისთვის, “მაკდონალდსის” მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთი სამხარეო ადმინისტრაციის გვერდით არის დაგეგმილი.

სხვა ახალი ამბები: