ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური გზა დილიდან გადაკეტილია

0

10931147_428338967313704_254526348968103215_nანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა ამწუთებამდე გადაკეტილია. 3 წლის წინ გაუჩინარებულმა გოგიტა აბულაძის ოჯახმა დილიდან პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. დემონსტრანტებს ხელში პლაკატები უჭირავთ, რომლის მეშვეობითაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ მიაწოდონ ოფიციალური ინფორმაცია გოგიტა აბულაძის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გოგიტა აბულაძე საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. მისი კვალი 3 წლის წინ მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ის აფხაზეთში გადავიდა. აფხაზეთში გადასვლამდე მან წერილიც დატოვა.

“გადავედი აფხაზეთში ევგენი ბორისოვთან შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა,”- ნათქვამია წერილში.

წერილს, რომელიც გოგიტა აბულაძემ დატოვა ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა რომ ის ნამდვილად აბულაძის მიერაა დაწერილი.