ზუგდიდი ახალ წელს ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტით შეხვდება (ვიდეო)

0

zugdidi new yarზუგდიდში ახალი წლის ღამეს საახალწლო კონცერტი ახალ პარკში, იუსტიციის სახლის უკანა ეზოში საახალწლო ნაძვისხესთან ჩატარდება. საახალწლო კონცერტს 31 დეკემბერის ღამეს მუსიკალური ბენდი „რეგიონი“ გახსნის. თანამედროვე სიღერებს შეასრულებენ ცალკეული სოლო შემსრულებლები და ბენდი „ზუგდიდი“.

24 საათზე ზუგდიდიელებს ახალ წელს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია მიულოცავს, რის შემდეგაც ქალაქის მერია გრანდიოზულ ფოიერვერკს აანონსებს. ახალი წლის შემოსვლის შემდეგ კონცერტს მუსიკალური ცენტრის ბენდი და დიჯეი გააგრძელებენ.

სხვა ახალი ამბები: