ზუგდიდი დღეს და ხვალ: რას ჰპირდება საკუთარ თანაქალაქელებს ედიშერ თოლორაია?

0

toloraiaზუგდიდის გამგებელის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, ანაკლიის საკურორტო ზონაში გრანდიოზული პროექტების განხორციელება იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები უცხოური და ქართული ინვესტიციებით დაფინანსდება. დეკემბერში ანაკლიაში ორი ტყუპი – ორმოცდაოთხსართულიანი სასტუმროების აშენება დაიწყება. ამ გრანდიოზული პროექტის ინიციატორი ქართველი ბიზნესმენი თემურ ქარჩავაა.

გარდა მსხვილის ინვესტიციებისა, ზუგდიდის რაიონში, როგორც ქალაქის ასევე სოფლებში ინფრასტრუტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

”ზუგდიდში ხდება გზების მოასფალტება-მოხრეშვა, სანიაღვრე არხების გაწმენდა. მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების სამინისტროსგან 9 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი. ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების დაზოგვის მიზნით,მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად უახლოეს მომავალში სპეციალურ მძიმე ტექნიკის შესყიდვას აპირებს. ჩვენ ძალიან მალე ყველანაირად აღჭურვილი კეთილმოწყობის სამსახური გვეყოლება, სადაც ორმოცდაათამდე ადგილობრივი დასაქმდება გახდება შესაძლებელი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება ბიუჯეტს ბევრად იაფი დაუჯდება და დანაზოგი თანხით სოციალური პროექტების განხორციელება მოხდება.”-აცხადებს ედიშერ თოლორაია

სხვა ახალი ამბები: