ზუგდიდი ევროპის დღეს აღნიშნავს

0

3ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა და ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პარტნიორი ორგანიზაციები ოქსფამი და „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ დღეს ზუგდიდში ევროპის დღე აღნიშნეს.

ღონისძიების  ფარგლებში  ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას შეხვდა და რეგიონის გამოწვევებსა და ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაკეთდა, ასევე ელჩის მოადგილემ და ქალაქის მერმა ერთობლივად მიმართეს ზუგდიდის მოსახლეობას და მიულოცეს ევროპის დღე.  აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით  ოქსფამი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები სწორედ სამეგრელოში ახორციელებებნ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტს, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ნაწილია.

124ევროპის დღის აღსანიშნავად  ზუგდიდის იუსტიციის სახლის სკვერში მოეწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გამოფენა, პერფორმანსები და საზეიმო როკ-კონცერტი.  დღესვე ზუგდიდის აგრო ცენტრში მოეწყო ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მცირე ფერმერული კოოპერატივების ფოტო გამოფენა. მნახველები უფრო ახლოს გაეცნენ იმ პროექტებს, რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს რეგიონში.

ევროპის დღის აღსანიშნავად ასევე გაიმართა ევრო მარათონი, რომელიც დაიწყო სოფელ რუხში და დასრულდა ენგურის ხიდთან.

ცნობისათვის, ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) მეშვეობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემამ 52 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება მიიღო. პროგრამის ფარგლებში უდიდესი ყურადღება ეთმობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას და მხარდაჩერას.  ENPARD-ის მიერ გამოყოფილი სახსრების ნაწილი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებასა და ტექნიკურ დახმარებას. ამ მიზნით ევროკავშირი სახელმწიფო ბიუჯეტის სუბსიდირებასაც ახდენს. აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით, 4 კონსორციუმს, რომელიც თავის მხრივ 15 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, გადაეცა გრანტი, რომელიც მოხმარდება საქართველოს რეგიონებში 160-ზე მეტი კოოპერატივის შექმნასა და გაძლიერებას.