ზუგდიდი-მესტიის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

0

zugdidiუხვი ნალექის შედეგად, მცირე დროის მანძილზე შეფერხებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ს/გზის 73 კმ-ზე. აღნიშნულ მონაკვეთზე კოკისპირული წვიმების შემდეგ, გზის სავალ ნაწილზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეაფერხა.

გზის სავალი ნაწილის გაწმენდა საგზაო სამსახურის მიერ მობილიზებული მძიმე ტექნიკით ოპერატიულად განხორციელდა. ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

სხვა ახალი ამბები: