ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია

0

tovliiiiiiiiiiთოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ188 მონაკვეთში შეზღუდვები დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია კმ91-კმ138 მონაკვეთში, ხოლო კმ139-კმ188 მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ1-კმ90 მონაკვეთში ყველა სახის მანქანის მოძრაობა თავისუფალია.

სხვა ახალი ამბები: