ზუგდიდი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „ART კოლხი“-ს უმასპინძლებს

0

anaklia1ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუსიკალურ–ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიში“ და კომპანია „Production House” მიმიდინარე წლის 26-დან 29 სექტემბრის ჩათვლით საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „ART კოლხი“-ს უმასპინძლებს.

ფესტივალის „ART კოლხი“  დღეს, 26 სექტემბერს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება. საზეიმო გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკალური ჯგუფები. საზეიმო აღლუმი ცენტრალურ მოედანზე 18.00 საათზე გაიმართება.

ფესტივალი 27 სექტემბერს საკურორტო ზონაში, ანაკლიაში გადაინაცვლებს. საფესტივალო კონცერტები სასტუმრო „Palm Beach”-ში გაიმართება, რომელიც 16.00 საათზე დაიწყება.

29 სექტემბერს კი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ ART კოლხი“ მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრის ”ოდიშის” საკონცერტო დარბაზში დაიხურება.

სხვა ახალი ამბები: