ზუგდიდი უახლოეს მომავალში თვითმმართველი ქალაქი გახდება და მერიც ეყოლება

0

215რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით ,ნაცვლად ხუთი თვითმმართველი ქალაქისა, (თბილისი, რუსთავი, ქუთასისი, ფოთი, ბათუმი) ქალაქის  სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. ასეთ ქალაქებში შედის: ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი.

თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტი. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლი იქნება არჩევითი.

ზუგდიდში სწორედ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ ხელმოწერებიც შეგროვდა. ვინ გახდება ქალაქ ზუგდიდის მერი და ვის ანდობენ ზუგდიდელები ქალაქის მომავალს, ეს სავარაუდოდ მაისში დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გაირკვევა.

სხვა ახალი ამბები: