ზუგდიდი უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკს დაუმეგობრდა

0

IMG_1668_resizeზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და უკრაინის ქალაქი დნეპროპეტროვსკი დამეგობრდნენ. ორი ქალაქის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და დნეპროპეტროვსკის მერმა ივან კულიჩენკომ მოაწერეს ხელი.

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და გეგმებზე დანერგონ ერთობლივად უახლესი ტექნოლოგიები ინფრსტრუქტურის აღდგენასა და განვითარებაში, ხელოვნების ობიექტების რეაბილიტაციაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ასევე გააფორმა მემორანდუმი დნეპროპეტროვსკის ლაზარინის სახელობის ნაციონალურ უნივერსიტეტთან. მოხდა შეთანხმება სტუდენტების გაცვლით პროგრამაზე.

სხვა ახალი ამბები: