ზუგდიდი C ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩაერთო

0

10636641_424291051054865_2297307291738295071_oC ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ზუგდიდში თვითმმართველი ორგანოები, ქალაქისა და რაიონის საკრებულოს, ასევე ქალაქ ზუგდიდის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები ჩაერთვნენ. კამპანიის ფარგლებში მათ მიერ სოციალურ ქსელ facebook-ში  ფოტოები განათავსეს.

C ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართული კამპანია საქართველოში 14 იანვარს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინიციატივით დაიწყო.

1511926_878099195544949_4412525628303206677_o10900176_878099102211625_6773947515435928752_o10682375_878099135544955_8155166357394496637_oორი წლის განმავლობაში, ჩვენ ვცდილობდით, C ჰეპატიტი წარმოგვეჩინა როგორც პრობლემა და ამისათვის პროტესტის ფორმას მივმართავდით, საინფორმაციო კამპანიებს და მასობრივ ღონისძიებებს ვმართავდით. მოხდა ათასობით პაციენტის მობილიზება, რომლებიც მთავრობისგან რეაგირებას ითხოვდნენ – C ჰეპატიტი ცნობადი პრობლემა გახდა, რომლის უგულებელყოფაც მთავრობას არ შეეძლო, ანუ ადვოკატირების შედეგად საზოგადოებაში გაჩნდა C ჰეპატიტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის მოთხოვნა, მთავრობამ პაციენტთა მკურნალობის თაობაზე პოლიტიკური ვალდებულება აიღო და მკურნალობის ფასიც 60%-ით შემცირდა”, – ამბობს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მედიაკოორდინატორი მარინა ასათიანი.