“ზუგდიდმა” „მერანი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა

0

_DSC1595საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“  მარტვილის „მერანს“  ბაიას ბაზაზე ახალი მწვრთნელების, ოთარ თუთბერიძისა და კობა წიტაიშვილის დუეტით  დახვდა. ახალ დამრიგებლებს, რომლებსაც კლუბი მომავალ კვირას ოფიციალურად წარადგენს,  დებიუტი წარმატებული გამოუვიდათ, თუმცა დრო ცოტა რჩებათ ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მათ ორმაგი ძალებით მოუწევთ მუშაობა, რათა გუნდი ოპტიმალურად შეხვდეს ახალ საფეხბურთო სეზონს.  მთლიანობაში მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, რაც თამაში თვალსასიერო გახადა. სტუმრებმა ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვეს, როცა კუჭუხიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, ბაბუნაშვილმა ვერ გამოიყენა, უფრო სწორედ მას მამალაძემ აჯობა.  მასპინძელთა მხრიდან კი,  ეხვაია-ლომია-გუგუჩია-სიხარულიას არაერთ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

სამაგიეროდ შედეგიანი გამოდგა მეორე ნახევრის დასაწყისი მასპინძლებისთვის, როცა კუკავას პასით, შეცვლაზე შემოსულმა სანდრო კვარაცხელიამ ისარგებლა და ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა. ცოტა ხანში თვითონ კუკავას მართებდა ანგარიშის გაზრდა, მაგრამ პირისპირ გასულმა ბურთი მეტოქის კარის ჩარჩოს ააცილა. საბოლოოდ ორივე გინდის მცდელობას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია და გურიაში მარცხის შემდეგ, ზუგდიდმა  „მერანი“ მინიმალური ანგარიშით   1:0 დაამარცხა.

სხვა ახალი ამბები: