ზუგდიდსა და წალენჯიხაში ”ქართული ოცნება” შტაბის ხელმძღვანელებს მიმდინარე კვირას წარადგენს

0

qartuli-ocneba11სამეგრელოს ორ რაიონში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შტაბი მიმიდინარე კვირის ბოლოს ამოქმედდება. ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო დღეს და ხვალ განიხილავს იმას, თუ ვინ გახდება ზუგდიდისა და წალენჯიხის წინასაარჩევნო შტაბების ხელმძღვანელი.

როგორც ”ქართული ოცნების” სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორმა სამეგრელოს რეგიონში ხვიჩა ჯიშკარიანმა smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა წალენჯიხის შტაბის ხელმძღვანელად თითქმის გადაწყვეტილია გიორგი ნაჭყებიას კანდიდატურა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ნაჭყებია საპარლამენტო არჩევნებისას წალენჯიხის მაჟორიტარი ტეპუტატობის კანდიდატი იყო, რომელიც 29,64 %-ით დამარცხდა. ”ქართულმა ოცნებამ” კი საპარლამენტო არჩევნებზე წალენჯიხის რაიონში 31,72 % მოიპოვა.

წალენჯიხაში ”ქართული ოცნების” ყოფილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გია ნაჭყებიას ახასიათებენ როგორც განათლებულ და მოწესრიგებულ ადამიანს, თუმცა მის ერთადერთ ნაკლად იმას ასახელებენ, რომ მას წალენჯიხაში ნაკლებად იცნობენ. მარცხის ძირითად მიზეზად სწორედ ამ გარემოებას ასახელებენ.

ზუგდიდის რაიონში ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელად ორი კანდიდატურა მოიაზრება, თუმცა პოლიტსაბჭოს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ყველაზე აქტიურად მაინც გია გულორდავა განიხილება, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოგა გულორდავას მამაა. მეორე კანდიდატად ზურაბ ჩიქავა სახელდება.

ზუგდიდსა და წალენჯიხაში ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენენ.

სხვა ახალი ამბები: