ზუგდიდს აშშ-ის საელჩოს პრეს ატაშე დენიელ ჰეისტინგსი სტუმრობდა

0

10342991_326628244180105_8435913500304555945_nზუგდიდს “ამერიკული კუთხის” მოწვევით საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრეს და ინფორმაციის ატაშე დენიელ ჰეისტინგსი ეწვია. მას მასპინძლობა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარემ მერაბ ქვარაიამ, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი თოდუამ და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ გაუწიეს. 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის “ამერიკული კუთხის” ორგანიზებით ცენტრალურ ხეივანში პროექტ “არტ თერაპიის” დასკვნითი ღონისძიებები ჩატარდა: მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა და საზეიმო კონცერტი. ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ფიფია და მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა დარასელია ესწრებოდნენ.

პროექტი “არტ თერაპია” საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდის “ამერიკულმა კუთხემ” განახორციელა.

სხვა ახალი ამბები: