ზუგდიდს მალე კიდევ ერთი სათადარიგო სტადიონი ექნება

0

11782456_494529267390001_6721407179200479902_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას უზურფრუქტის წესით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ზედაეწერის სტადიონი გადმოეცა.

ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის ექსპლუატაციაში შესვლამდე, ზედაეწერის სტადიონზე გაიმართება ადგილობრივი კლუბის წვრთნები და ,ასევე სტადიონი შეძლებს საქართველოს ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობას.

11850448_494529317389996_6220781630715992599_o11046339_494529440723317_808469061132859097_o11838767_494529240723337_3666691532039042738_oსტადიონის ინფრსატრუქტურის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია 50 000 ლარი, მოეწყობა ტრიბუნები, მოედანი, საშხაპეები და სველი წერტილები, ასევე გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ობიექტები.

სათადარიგო სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვრაია, ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრეზიდენტმა გელა ინალიშვილმა დაათვალიერეს.