ზუგდიდს ყინულის სახლი და საფეხბურთო სტადიონი უბრუნდება

0

toloraiaაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/zugdidis-gamgeoba.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა წლის ბოლომდე წინა წლებში შეჩერებული იმ პროქტების განხორციელებას აპირებს, რომელიც ძველმა ხელისუფლებამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნობრივი პროექტების დასაფინანსებლად სპეციალური ტრანსფერების სახით გამოყოფილ იქნა დიდი ოდენობით თანხები.

“ამით ჩვენი ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება და ინფრასტრუქტურული აღმშენებლობის კუთხით 2013 წელი იქნება განსაკუთრებულად გამორჩეული. მე ამას ზუგდიდელებს ვპირდები. დაიწყება საავტომობილო გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია,წყალგაყვანილობისა და ჭაბურღილების სისტემის მოწყობა,ხიდების რეაბილიტაცია,ნაპირსამაგრი ნაგებობების სრული რეაბილიტაცია”-განაცხადა ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ.

რაც შეეხება წინა ხელისუფლების მიერ დაპირებულ, მაგრამ შეუსრულებელ პროექტებს, ზუგდიდს ისევ დაუბრუნდება ნანატრი ყინულის სახლი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და ასევე ფეხბურთის ფედერაციის დახმარებითა და თანადაფინანსებით ზუგდიდს ახალი საფეხბურთო სტადიონიც ექნება.სულ რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებიდან ზუგდიდს სავარაუდოდ 12 მილიონი ლარი უნდა გამოეყოს. გარდა ამისა სოფლის მხარდჭერის პროგრამით გათვალისწინებულია 2 მილიონი ლარის გამოყოფა და სხვადასხვა პროექტების განხორციელება.

სხვა ახალი ამბები: