ზუგდიდში აგრობარათების გაცემა ორშაბათიდან დაიწყება

0

10854879_622803511186173_2714697988122343372_oდღეს ზუგდიდში „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში „აგრო ბარათები“ გადასცეს. სოფლის მეურნეობის წარმომადგენელმა გამგებლებს აგრო ბარათების გამოყენების ინსტრუქცია გააცნო და მათ შეკითხვებასაც უპასუხა. აგრო ბარათების გადაცემას ზუგდიდის გამგეობისა და სამგერელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოსახლეობაში „აგეო ბარათების“ დარიგება ორშაბათიდან დაიწყება.

სამეგრელოში „აგრო ბარათებით“ სულ 99 437 მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აქედან, ზუგდიდში აღნიშნულ ბარათებს 27 ათასზე მეტი ფერმერი მიიღებს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

ბენეფიციარებს, რომელთაც 0, 25ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გააჩნიათ 50 ლარის ეკვივალენტის ქულა დაერიცხებათ, რომელსაც სასუქისა და პესტიციდების შესაძენად გამოიყენებენ. რაც შეეხება 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთებს, ფერმერები 1 ჰა-ზე 140 ლარის ღირებულების სარგებელს მიიღებენ.

აღნიშნულ ბარათს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 სოფლის 27 000 მეტი ფერმერი მიიღებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მესამე წელია ახორციელებს მცირე მიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამას რაც, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის აღორძინებას. ბარათების გამოყენებისა და მომხმარების ინსრტუქცია წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და მხარის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ განუმარტეს.