ზუგდიდში ავეჯის ქარხანა გაიხსნება

0

qarxana22 სექტემბერს ზუგდიდში ავეჯის ქარხანა გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოში ”გებრადასტ” -ის ოფიციალურმა წარმომადგენლმა მადონა კაციამ განაცხადა. კაციას თქმით, კომპანია 2012 წლის ივნისში, უკრაინაში ქალაქ დონეცკში დაფუძნდა. კომპანიას ამ ეტაპზე გააჩნია საგანმანათლებლო პროდუქტი, თუმცა უახლოეს მომავალში, საქართველოში ბამბუკისაგან დამზადებული ავეჯის წარმოებასაც  დაიწყებს. ქართველი ბიზნესმენი ავეჯის ქარხნის გახსნას და დამზადებული ავეჯის ექსპორტს ზუგდიდიდან დაიწყებს. smo.ge-ს ინფორმაციით ქარხნის გახსნას კომპანიის უკრაინელი პარტნიორებიც დაესწრებიან.

“ვინაიდან ბამბუკის გავრცელების ერთ–ერთი არეალი საქართველოში სამეგრელოა, ქარხანა გაიხსნება ზუგდიდში. ანუ, ნედლეულიც ადგილობრივი იქნება და ავეჯისთვის საჭირო ყველა დეტალიც ადგილზე დამზადდება. ზუგდიდში, ახალი ავეჯის ქარხანაში დაახლოებით ასი ადამიანი დასაქმდება.

ჩვენი პროდუქტი გათვლილი იქნება საშუალო და მაღალ შემოსავლიან  სეგმენტზე. ჩვენ შევისწავლეთ ბაზარი და ვფიქრობთ, რომ დავაკმაყოფილებთ ბაზარს. ჩვენი სამომავლო გეგმაა, ადგილზე წარმოებული პროდუქტი გავიტანოთ ექსპორტზე. ამით ხელს შევუწყობთ დასაქმებასაც”-აცხადებს მადონა კაცია.

სხვა ახალი ამბები: