ზუგდიდში ათი კილოვოლტის ქსელის ინფრასტრუქტურა უმჯობესდება

0

eenergo proსს”ენერგო-პრო ჯორჯია” წარმატებით განაგრძობს ყველა იმ პროექტის განხორცილებას, რომელიც 2014 წელსაა დაგეგმილი და აბონენტების უწყვეტი ენერგომომარაგებისა და მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრში აბონენტებისათვის  ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის ამაღლებისა და საიმედოობის გაზრდის მიზნით კედიას ქუჩაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშოები, კერძოდ,0, 4 კვ-ის ქსელში დაბალი კვეთის სიპ კაბელები იცვლება მაღალი კვეთით. 400 მეტრი სიგრძის კაბელის შეცვლის შედეგად არასტანდარტული ძაბვის თავიდან აცილებისა   და ხარისხიანი ელმომარაგების წინაპირობა შეექმნება 300 აბონენტს.

ქალაქის 10 კილოვოლტის საკაბელო ქსელზე  ქვესადგურ „ზუგდიდი-2“-ის ფიდერებზე  ჩატარდა სხვადსახვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა 260 მეტრი სიგრძის კაბელის სამონტაჟო სამუშაოები. დამონტაჟდა გარე დადგმულობის  3 ცალი და შიგა დადგმულობის 2 ცალი მაღალი ძაბვის სახაზო გამთიშველი. 7 ცალი  დამაბოლოებელი ქურო. ჩატარებული სამუშოების შედეგად ელექტრომომრაგების საიმედოობა გაეზარდა ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 10000 აბონენტს. სამუშაოები ეტაპობრივად სრულდება და მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს 0,4 კვ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კომპატქურად ჩასახლებულ დევნილთა (2800 აბონენტი) ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურა ფაზაშია. ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუსოების მიმდინარეობს სოფლებში კოკი, ორსანტია, ჩხორია 1557 აბონენტი, სამუშოები დასრულდება ივნისი თვეში. მიმდინარე წელს დაგეგმილია  8 სოფლის ( ბაში, ერგეტა, კორცხელი, ტყაის, ყულიშკარი, ჭაქვინჯი, ხამისკური, ხეცერა) 2275 აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხვას უამინდობის და სხვა მიზეზის გამო გაწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალიშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას.

ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანისა და აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით სს” ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშოები ყველა მომსახურეობის ცენტრშია დაგეგმილი.

 

სხვა ახალი ამბები: