ზუგდიდში არჩეული საკრებულოები 14 ივლისს პირველ სხდომებს გამართავს

0

zugdidi_1083ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოს პირველი სხდომების მოწვევის შესახებ განკარგულებასა კენჭი უყარა. ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს პირველი სხდომები გაიმართება 14 ივლისს და 2 აგვისტოს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დაასახელა 4 ქალაქი და 4 მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს პირველი სხდომები ჩატარდება 2 აგვისტოს. კერძოდ, ეს არის ქ. თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი, ქ. მცხეთის საკრებულო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ გორის საკრებულო და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ ოზურგეთის საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

დანარჩენ ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდიში საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს ჩატარდება.

სხვა ახალი ამბები: