ზუგდიდში აფეთქებისას გარდაცვლილი სპეცრაზმის ხელმძღვანელი ზვიად ლაგვილავაა

0

10404071_719517884790228_5580801770404411269_nზუგდიდში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: გარდაცვლილია აფხაზეთის ა/რ სუს–ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ლაგვილავა. ზვიად ლაგვილავა სამართალდამცავ სტრუქტურებში წლებია მუშაობს. ის აფეთქებას წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში 2008 წელს გადაურჩა. ამ აფეთქების დროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი მებონია დაიღუპა. 32 წლის სამართალდამცავის ცხედარი სამედიცინო ექსპერტიზაზე ქალაქ ქუთაისში გამთენიისას გადაასვენეს.

აფეთქების ხმა დაახლოებით 01:00 სთ–ზე გორის ქუჩაზე მდებარე იმ შენობაში გაისმა, სადაც სუს–ის, კუდ–ისა და სხვა განყოფილებები მოქმედებდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ლაგვილავას კაბინეტის გვერდზე მდებარე სააბაზანო ოთახში მოხდა, სადაც გამათბობლის ავზი იყო განთავსებული.

აფეთქების ტალღამ მთელი შენობა საგრძნობლად დააზიანა და სინკარის ვარდნა გამოიწვია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ლაგვილავას გარდაცვალების მიზეზი სწორედ სინკარის დაცემა გახდა. დაღუპული ნანგრევებიდან 3 საათის განმავლობაში ამოჰყავდათ.

მომხდარიდან 2 საათში ადგილზე ოფიციალური პირები, ასევე  ყოფილი ძალოვანები მივიდნენ, მათ შორის – ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რომელმაც ღრმა მწუხარება გამოხატა თანამებრძოლის დაღუპვის გამო, მიზეზებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. განიხილება ტერაქტისა და წინდაუხედავობით მომხდარი აფეთქების ვერსიები.

სხვა ახალი ამბები: