ზუგდიდში აფეთქებისას სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ თანამშრომელს ეძებენ

0

1412147342251184ზუგდიდში გორის ქუჩაზე აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობის ეზოში, იქ სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა ისევ მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ზუგდიდის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი თანამშრომელი სავარაუდოდ ნანგრევებშია მოყოლილი და მას ამ წუთებში ეძებენ.  ჯერჯერობით უცნობია თუ რას შეიძლება გამოეწვია ზუგდიდის სახელმწიფო უშიშროების შენობაში აფეთქება. ამ დროისთვის სხვადასხვა ვერსიები მუშავდება ადგილზე, თუმცა დაზუსტებით აფეთქების მოტივების შესახებ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

“საშინელი აფეთქების ხმა გავიგეთ. აქ ახლოს არის კერძო საცხოვრებელი სახლებიც და კორპუსებიც. ხალხი ამ დრომდე გარეთაა. არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ როგორც ამბობენ შესაძლოა შენობაში ტიტანი აფეთქდაო. ჯერ არავინ არაფერი იცის და ოფიციალურად არაფერს ამბობენ. რაც შეეხება ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ეძებენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც აქ, ამ შენობაში ამაღამ მორიგეობდა”-აცხადებენ თვითმხილველები.

თვითმხილველების თქმით, აფეთქებული შენობიდან რამდენიმე მეტრში 200 კაციანი სპეცდანიშნულების რაზმის ყაზარმა მდებარეობს. აფეთქების ხმა ზუგდიდის ცენტრში ერთი საათის წინ გაისმა.

სხვა ახალი ამბები: