ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს

0

549858_494082357304088_265581795_nზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური თექნიკუმის ყოფილ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ექვსი ადამიანი შიმშილობს. მათ შორისაა ოთხსულიანი ეროვნებით აფხაზი ოჯახის ერთი-ერთი წევრი, რომლებიც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის რეჟიმს სურ რაღაც ერთი თვის წინ გამოექცა. როგორც დევნილები აცხადებენ, ისინი ისეთივე დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, რომლითაც ის პირები სარგებლობენ ვინც ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილა.

“ჩვენ დევნილები ვართ, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ვატარებთ კიდევ ერთ დამატებით სტატუსს. თურმე შეჭრილი დევნილები ვყოფილვართ, რომლებსაც არ ეკუთვნის არანაირი დახმარება არც სახელმწიფოსგან და არც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ასეთი განკარგულება თავისი მინისტრობის პერიოდში კობა სუბელიანს გამოუცია. ყოველ შემთხვევაში ასე განგვიმარტეს გაეროს ადგილობრივ ოფისში. შიმშილით ვიხოცებით და ჩვენთვის არ არსებობს არანაირი დახმარება. ლუკმა პური სანატრელი გაგვიხდა რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს საცხოვრებელ პირობებზე. შიმშილობის აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული”-აცხადებს დევნილი აფხაზეთიდან ნიაზ ღადუა.

ცნობისათვის, ზუგდიდის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ყოფილ შენობაში ორმოცდაათამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და არ არიან უზრუნველყოფილი ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით. დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

სხვა ახალი ამბები: