ზუგდიდში აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

1

nacofisiხმაური და ფიზიკური დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისთან კვლავაც გრძელდება. მოკლული რეინჯერის დავით ცინდელიანისა და კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეჭრას ისევ ცდილობენ და მოითხოვენ სამხარეო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა თენგიზ გუნავამ მათ პასუხი გასცეს.

“ეს თენგიიზ გუნავას უნდა სცოდნოდა, რადგან მაშინ სწორედ ის იყო სამხარეო პოლიციის უფროსი. და თუ არ იცოდა მით უარესი. რას აკეთებდა სამხარეო პოლიციის უფროსი მაშინ, როცა ქვეყანაში კაცცს კლავდნენ მისივე თანამშრომლები? ამის შემდეგ კიდევ ბედავენ და კენჭს იყრიან, რომ ისევ განაგრძონ ბოგინი. მოვითხოვთ ყველა დამნაშავის დასჯას უკლებლივ,”-აცხადებენ ქარდავას და ცინდელიანის ახლობლები და ოჯახის წევრები.

აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან მიახლოება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორისაც დაპირისპირება მოჰყვა.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებიან. აქცია პარტიის ოფისთან გრძელდება. ქარდავას და ცინდელიანის ოჯახის წევრები და ნათესავები დაშლას არ აპირებენ.

სხვა ახალი ამბები: