ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

0

tavii30 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. ოჯახის წევრებმა, საკუთარმა დამ და სიძემ სახლის მეორე სართულზე ჩამომხრჩვალი კობა ჩემია მოგვიანებით იპოვეს. ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“კობა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და მას არ ჰქონდა არანაირი პრობლემები. ეს რამ გადააწყვეტინა არ ვიცით. მეზობლები გაოგნებულები ვართ, იმდენად მოულოდნელი და თავზარდამცემი ფაქტი მოხდა. თავი მეორე სართულზე, გათბობის მილზე ჩამოიხრჩო. იქ სკამით ასულა, თავი თოკით მიიბა და მერე სკამი ფეხებით ჰქონდა გაგდებული. საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი.”-აცხადებენ კობა ჩემიას მეზობლები.

სხვა ახალი ამბები: