ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

0

1433932814371312ზუგდიდში 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გვამი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებმა აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. დათვალიერების შემდეგ გვამს ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენებენ.

უცნობ მამაკაცს პირადობის მოწმობა პერანგის ჯიბეში აღმოაჩნდა. smo.ge-ს ინფორმაციით გარდაცვლილი ეროვნებით სომეხია.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა გარკვეულია, რომ მამაკაცი ზუგდიდელი არ არის და ის სამგზავრო მატარებელს თბილისიდან ჩამოჰყვა. ადგილობრივების განცხადებით, უცნობი მამაკაცი მათ ჯერ კიდევ სამი დღის უკან შენიშნეს რკინიგზის ტერიტორიაზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ამისთვის არ მიუქცევიათ.

“შევამჩნიეთ ეს მამაკაცი, რომ დაახლოებით სამი დღეა აღნიშნულ ტერიტორიაზე დადის, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიგვიქცევია. აქ ხშირად ვხვდებით ჩვენთვის უცნობ ადამიანებს, რადგან სადგურის ტერიტორიაა. ხან ვინ ჩამოყვება ხოლმე მატარებელს და ხან ვინ”-აცხადებენ ადგილობრივები.

სხვა ახალი ამბები: