ზუგდიდში ახალგაზრდა ქალბატონმა თავი ჩამოიხრჩო

0

chamoixrchoზუგდიდში დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში უბედური შემთხვევა მოხდა. ერთოთახიანი ბინის საპირფარეშოში თავიჩამოიხრჩო 55 წლის ქალბატონმა ნაირა ქარცხიამ, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ბანკიდან აღებული კრედიტებია, რომელსაც გარდაცვლილი ვერ იხდიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები. საცხოვრებელი ბინის კარები სწორედ პოლიციის თანამშრომლებმა შეამტვრიეს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ გარდაცვლილი ქალბატონი დადიანის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა და ის ბოლო პერიოდში ბინის ქირის გადახდასაც ვერ ახერხებდა.

სხვა ახალი ამბები: