ზუგდიდში ბაგა-ბაღები უფასო, კვება კი სამჯერადი ხდება

0

bagiზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებთან ერთად ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაგა-ბაღებიც დაიწყებენ. ახაქლ სეზონს საბავშვო ბაღების უმრავლესობა ახალი ინტერიერითა და გარემონტებული შენობებით ხვდება. კაპიტალური რემონტი გაკეთდა ცაიშის, დიდინეძის, ნაცატუსა და ქალაქის მე-16 საბავშვო ბაღებში.

ახალმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღებს ყოველთვიური გადასახადი მოუხსნა. თითოეული თვის გადასახადი 25-დან 35 ლარამდე განისაზღვრებოდა, თუმცა ამის ფონზე საბავშვო ბაღებში იყო დღეში მხოლოდ ორჯერ. ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის, მარინა კვიკვინიას განცხადებით წელს საბავშვო ბაღებში კვება სამჯერადი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ბაღები ყოველთვიური გადასახადებისგან გათავისუფლდა.

„წელს საბავშვო ბაღებში ძალიან ბევრი სიახლეა. წინა წლებისგან განსხვავებით,  წელს საბავშვო ბაღებში კვება, ორის ნაცვლად, სამჯერადი გახდება და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 144 ათასი ლარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშო ბაგა-ბაღი მზად არის ახალი სეზონის დასაწყებად”-აცხადებს მარინა კვიკვინია.

გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კვებისთვის 144 ათასი ლარი გამოიყო, დამატებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო.

 

სხვა ახალი ამბები: