ზუგდიდში ბავშვთა სახლის აღდგენას ითხოვენ

0

mandaturebi gldanshiზუგდიდში ბავშვთა სახლის აღდგენას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში არსებული ბავშვთა სახლის ორმოცდაათამდე პედაგოგმა და რიგითმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართსე. მათი განმარტებით ზუგდიდის ბავშვთა სახლი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შარშან, 1 ივლისს გაუქმდა. აღნიშნული სკოლის 250 მოსწავლე წალენჯიხისა და ჩხოროწყუს სკოლებში გადანაწილდა.

ზუგდიდის ბავშვთა სახლის პედაგოგთა მოთხოვნაა ისევ აღდგეს აღნიშნული დაწესებულება და ის საპატრიარქოს გადაეცეს. ამ მოთხოვნით უკვე საათზე მეტია ბავშვთა სახლის ეზოში საპროტესტო აქცია იმართება.

სხვა ახალი ამბები: