ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

0

IMG_8304სიტუაცია დაიძაბა ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ დარბაზში სადაც ამ წუთებში ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სწორედ იმ დარბაზში შესვლა სცადეს, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” ახალაიას წიგნის პრეზენტაციას მართავს. პოლიციის თამა,შრომლები, რომლევიც ადგილზე არიან მობილიზებული აქციის მონაწილეებს დარბაზში შესვლის საშუალებას არ ძლევდა. სწორედ ამ დროს მოხდა მცირე ინციდენტი. სამართალდამცველებს და შეკრებილებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე აქციის მონაწილე დაშავდა მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია. ადგილზე მყოფი პოლიციელი ცუდად გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით პოლიციელს ფეხი აქვს დაზიანებული.

ამ წუთებში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქცია, ხოლო დარბაზში მიმდინარეობს ბაჩო ახალაიას წიგნის “სოხუმი-ჩემი იერუსალიმის” პრეზენტაცია.