ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებზე იმსჯელეს

0
995300_401673593278785_1529737165_n“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი არის ძალიან რთული რეგიონი. 1 ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირდა ძალიან ბევრი “შეჭრის” ფაქტი. ჩემი მიზანია და სამინისტროს პოზიციაა, არ მოხდეს ამ პროცესის წახალისება. ერთი რამ მინდა ცალსახად გითხრათ. შეჭრა არ არის გამოსავალი და მითუმეთეს გარანტი იმისა , რომ ეს ადამიანები მიიღებენ ბინას. არსებობს კრიტერიუმები და მთავარია სწორედ მისი დაკმაყოფილება. ზუგდიდში დღე-დღეზე დაიწყება მშენებლობა და უკვე მშენებლობის პროცესში, მისი დამთავრებისთანავე ყველას ეცოდინება თუ ვინ გახდება ბინის მესაკუთრე”-ასე დაიწყო შეხვედრა ზუგდიდში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში განსახლების მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა.
შეხვედრა არასამთავრობო სექტორის ინიციატივით შედგა. შეხვედრის ორგანიზატორის, ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებსითვის“ წარმომადგენლის ნონა უბილავას განცხადებით მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის მიზეზი ეკონომიკის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება გახდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დევნილებმა, რომლებიც შეჭრილები არიან ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ ობიექტებში დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ მათ მიერ დაკავებული შენობები. ამ განცხადების შემდეგ ზუგდიდში რამდენიმე ობიექტზე შეჭრილმა დევნილებმა გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჯიმში ჩატარდა. დევნილების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასმული ყველა კითხვაზე გაცემული იქნა კომპეტენტური და გულწრფელი პასუხი. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ მადლობა გადაუხადა მინისტრის მოადგილეს და სთხოვა მას, რომ გაეწია შუამდგომლობა იმ სამშენებლო კომპანიასთან, რომელიც ზუგდიდში განახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, მაქსიმალურად ჩართოს დევნილები.
“კვალიფიციური დევნილების დასაქმება ხელს შეუწყობს მათ , რომ მიიღონ გარკვეული ანაზღაურება და გაიუმჯობესონ სოციალური მდგომარეობა.
ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართვა დევნილების პრობლემების გადაწყვეტაში. მათ მიერ ჩატარებული ობიექტური მონიტორინგი , რეკომენდაციები და ერთობლივი ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვაი ჩვენი მუშაობისთვის”-განაცხადა ოთარ გოგოხიამ.
“ჩემთვის უმთავრესი იყო აქციების პრევენცია. მინდა , რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც აწუხებს დევნილს გადაწყდეს ცივილური ფორმით , დიალოგის რეჟიმში. ძალიან კმაყოფილი ვარ კომუნიკაციის ფორმით და შეხვედრის ფორმატითაც– განაცხადა შეხვედრის ინიციატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებსითვის“ ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ.

სხვა ახალი ამბები: