ზუგდიდში განახლებული საკონცერტო დარბაზი 10 ოქტომბერს გაიხსნება

0

2014100815162426034ზუგდიდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. პარასკევს, 10 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განახლებული საკონცერტო დარბაზი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.

კულტურის სახლის გახსნასთან დაკავშირებით მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი  „ოდიში“  ზუგდიდელ მაყურებელს მუსიკალური ბენდის პრეზენტაციას შესთავაზებს. ბენდთან ერთად ახალგაზრდა ვოკალისტი თაკო ღაჭავა საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერას შეასრულებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზის საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციისათვის „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 244 779 ლარი გამოიყო. განახლდა და მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა ახალი სავარძლები, ხალიჩა და ხანძარმედეგი ფარდები. პანელებით განახლდა დარბაზის კედლები. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „კაპიტელმა“ და ი.მ. „იმედი ხარჩილავამ“ განახორციელა.

სხვა ახალი ამბები: