ზუგდიდში განვითერების ფონდის პრეზენტაცია გაიმართება

0

62619_454099801342237_1586774827_nზუგდიდის განვითარების ფონდმა „ერთსულოვნება“  დღეს მედიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა კონცეპციაზე და სამუშაო გეგმებზე ისაუბრეს.

ზუგდიდის განვითერების ფონდი „ერთსულოვნება“ რამდენიმე დღის წინ დაარსდა, ფონდი საქველმოქმედოა და მისი მიზანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების სოციალური პირობების გაუმჯობესება,   გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ხელოვანების, დევნილების, მარტოხელა მოხუცებისა, და შ.შ.მ  პირების  ხელსშეუწყობაა.

ფონდის ერთერთი დამაარსებელი თაზო ფაცაცია აღნიშნავს, რომ  ქვეყანაში მძიმე სოცალური ფონია,  ფონდის არსი კი გასაჭირში მყოფი ყველა ადამიანის დახმარებაშია.

„ერთსულოვნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფონდის ანგარიშზე შემოსული ნებისმიერი თანხის გახარჯვა აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება, და მას  კომისია გააკონტროლებს.

პირველი საქველმოქმებო კონცერტი ფონდის პრეზენტაციაზე 10 ოქტომბერს შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში 18:00 სთ-ზე გაიმართება.

ფონდში გაერთიანება ნებისმიერ მსურველს საწევროს სახით სიმბოლური თანხის გადახდით შეეძლება, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

სხვა ახალი ამბები: