ზუგდიდში გუბერნიის შენობის განახლება იგეგმება (ფოტო)

0

gube1სამეგრელო-ზემო სვანეთის მმხარის ადმინისტრაციულ შენობას, სადაც ამჟამად სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაცია, ქალაქ ზუგდიდის მერია და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოა განთავსებული მალე რესტავრაცია ჩაუტარდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით შენობას მთლიანად მოსცილდება ლურჯი სარკის კედლები და ის პირვანდელ სახეს მიიღებს ოდნავ განსხვავებული ფორმითა და ფერებით.

ქალაქ ზუგდიდის მერიამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს რესტავრირებული გუბერნიის შენობის მაკეტირებული ფოტოები გადასცა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

gube2gube3gube4სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციული შენობის რესტავრირების პერიოდში სამეგრელოს გუბერნატორის აპარატი სავარაუდოდ ბინას დაიდებს ზუგდიდის იუსტიციის სახლის ახალ კორპუსში. ამასთან დაკავშირებით გუბერნატორის აპარატი მოლაპარაკებებს აწარმოებს იუსტიციის სამინისტროსთან. რაც შეეხებათ ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საკრებულოს, ორივე უწყება ზუგდიდის იუსტიციის სახლის ყოფილ შენობაში, აღმაშენებლის გამზირზე დაიდებს ბინას.