ზუგდიდში დაგეგმილ “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერზე დელეგატებს შერჩევით ეპატიჟებიან

0

nacmodzraobaხვალ სამეგრელოს შუაგულში, ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერისი გაიმართება. პრაიმერის გამართვის დრო ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია და ის თავად დაპატიჟებულმა დელეგატებმაც არ იციან, თუმცა პრაიმერის ჩატარების ადგილი ცნობილია, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ პრაიმერზე დამსწრები დელეგატები “ნაციონალურმა მოძრაობამ” შერჩევით დაპატიჟა. ამის შესახებ სააგენტოს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა მხარდამჭერმა განუცხადა.

“დრო არ ვიცი თუ როდიის გაიმართება პრაიმერი, თუმცა მითხრეს რომ თეატრშია. არ მპატიჟობდნენ, მაგრამ ძალით შევეტენე…ძალით შევეტენე და დამპათიჟეს, ოღონდ იმ პირობით, რომ კითხვა არ დავსვა და რაიმე სახის კრიტიკა არ გავაკეთო. გესმის ახლა ეს რას ნიშნავს? შეიძლება არც წავიდე, რაღაც არ მიმიწევს გული, მე ამათ გუშინ სისხლი გამიშრეს. მათ გგონიათ რომ ოცნებაში გადავედი, არადა კაციშვილი არ მინახავს არავინ და არც ვაპირებ გადასვლას სხვაგან…”–აცხადებს ხვალინდელ პრაიმერზე “დაპატიჟებული” ერთ–ერთი დელეგატი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო პრაიმერი გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: