ზუგდიდში დათო ტურაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

0
1231243_370292409770619_1481352457_nზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მწერალ დათო ტურაშვილის მორიგი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ,,ტყეების მეფე” სამკითხველო დარბაზში შეკრებილ მკითხველს თავად ავტორმა წარუდგინა.
წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ–ერთ გამორჩეულ ფიგურაზე დავით აღმაშენებელზეა და იგი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. სწორედ ამ სცენარის მიხედვით იგეგმება დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღება.
მწერალსა და მოწვეულ სტუმრებს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა კითხვა–პასუხის რეჟიმში.
საღამოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიზო სართანია თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.

სხვა ახალი ამბები: