ზუგდიდში დაკავებული აქციის მონაწილეები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

0

aqciaaaaზუგდიდში დაკავებული აქციის მონაწილეები 100-100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის საქალაქო სასამართლოშიც ადასტურებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ”დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია სამართალდამცველებს გუშინდელი მობილიზებისთვის მადლობას უხდის და უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ აქცია ”ქართული ოცნების” მიერ იყო ორგანიზებული.მისი განცხადებით,  აქციის მონაწილეთა გაღიზიანება ”ნაციონალური მოძრაობის” ცინიზმმა გამოიწვია.

შს სამინისტრომ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე 12 პირი დააკავა და თითოეულს ბრალი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაუყენა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო კანიდადის გამოვლენის მიზნით, პრაიმერის გამართვას პროტესტით შეხვდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საპროტესო აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს, წყლიანი ბოთლები, ქვები, კვერცხები ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შეხლა–შემოხლის დროს არაერთი მოქალაქე, სამრათალდამცავი და ერთი ჟურნალისტი დაზარალდა.

სხვა ახალი ამბები: