ზუგდიდში დევნილებისთვის და ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვები ტარდება

0

gasinjvebi1კლინიკა ,,ენდმედიცი“  ახორციელებს მოსახლეობის პროფილაქტიკურ გასინჯვებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობით, მათ შორის ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, დერმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ანგიოლოგის, მონაწილეობით. პროფილაქტიკურ გასინჯვებში ძირითადად ვეტერანები და დევნილი მოსახლეობა მონაწილეობს.

gasinjvebi2gasinjvebi3gasinjvebi4 “აფხაზეთის ა. რ. მთავრონის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთი ბაკარაძემ დადეს მემორანდუმი რამოდენიმე წამყვან სამედიცინო კლინიკასთან. ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში ათასობით ბენეფიციარმა მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. გაიცა მედიკამენტებიც. დღეს გამართული აქციაც ამ მოლაპარაკების შედეგი იყო . უფრო მეტიც დღეს გადაიდგა ნაბიჯი ინტეგრაციისკენ, ვინაიდან პაციენტები იყვნენ არა მხოლოდ აფხაზეთის მკვიდრი არამედ ადგილობრივი ბენეფიციარებიც,”-აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ოთარ გოგოხია.


გასინჯვებისას ხორციელდება ასევე კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები. დაინტერესებულ პირებს ორიდან სამი აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ უფასო სამედიცინო მომსახურეობა მიიღონ კოსტავას ქ. #36-ში, კლინიკა ,,მედიკ 2009“-ში.

სხვა ახალი ამბები: