ზუგდიდში დევნილები საპროტესტო აქციებს მართავენ (ვიდეო)

0

deeevnilebiiiაფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილი მესამე დღეა ზუგდიდში საპროტესტო აქციებს მართავს.  მათი თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში  ბინები უსამართლოდ განაწილდა. განაწყენებული დევნილები ბინით უზრუნველყოფას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ხელში თაბახის ფურცლები ეჭირათ, სხვადახვა შინაარსის მოთხოვნებით.

აჭარისა და  სამეგრელო- ზემო სავანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის დავით ნარსიას თქმით, თითოეული უკმაყოფილო დევნილის განცხადება ინდივიდუალურად  იქნება განხილული.

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორუსებში საცხოვრებელი ფართი 320 ოჯახზეა განკუთვნილი. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.