ზუგდიდში, დევნილთა დასახლებებში ქვეწარმავლებსა და ინფექციურ დაავადებებს ებრძვიან

0

DEVNILზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩასახლებული დევნილები მთავრობისგან დახმარებას და საცხოვრებელი პირობების მოწესრიგებას უკვე მერამდენედ ითხოვენ. აფხაზეთიდან ადგილნაცვალ პირთა განცხადებით ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ცხოვრება დღითიდღე შეუძლებელი ხდება. მათი განცხადებით სასმელი წყალი დაბინძურებულია, რის შედეგადაც რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილები იწამლებიან. მოწამლულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან, რომლებიც მკურნალობას თბილისში განაგრძობენ.

“სასმელი წყალი დაბინძურებულია, რის გამოც ვიწამლებით. ჩვენ ჯანდაბა ზრდასრულ ხალხს, მაგრამ მცირეწლოვანი ბავშვები მაინც შეიცოდოს ვინმემ. საავადმყოფოს ტერიტორია გარშემორტყმულია ნაგავით და ათასი უბედურებით. წყლის ავზი, საიდანაც წყალს ვიღებთ და ვსვამთ ნაგავი ყრია და მკვდარი ჩიტები. ასეთ წყალს კი ბავშვებსაც ვასმევთ, რადგანაც თავს ზემოთ ძალა არ გვაქვს. ბავშვები გამოყრილები იყვნენ, რაც ინფექციური დაავადების ნიშანი იყო და სასწრაფოდ თბილისში წაიყვანეს. რაც შეეხება სხვა აქ მყოფ ადამიანებს დაავადების სხვადასხვა სიმპომები შეინიშნება. ფაღარათი, სიცხე და რა ვიცი, ყველა უბედურება. დაგვეხმარონ და დროზე მოგვხედონ.”-აცხადებენ დევნილები გალიდან, რომლებიც ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ცხოვრობენ.

DAJI“აქ გვაწვიმს და გვათოვს უკვე წელიწადზე მეტია, მაგრამ გამკითხავი არავინაა. ყოველდღე გვპირდებიან ახალ საცხოვრებელ სახლებში გადაყვანას, მაგრამ უშედეგოდ. სანამ დანაპირებს მართლა შეგვისრულებენ ის მაინც შეგვიკეთონ, სადაც თავს ვაფარებთ ან ნაგავი გაიტანონ და გვაცხოვრონ ადამიანურად. ამ ძველ შენობაში ქვეწარმავლებიც გაჩნდნენ. უკვე საშიში ხდება აქ ცხოვრება. ან ინფექიური დაავადებები აგვიკლებს ამ ზაფხულს ან ქვეწარმავლები დაგვგესლავენ”-აცხადებს დევნილი სვეტლანა გოლანძია.

დევნილების განცხადებით თუ მათი სოციალური პირობები არ მოგვარდება, ისინი საპროტესტო აქციების გამართვას უახლოეს ხანებში გეგმავენ.

სხვა ახალი ამბები: