ზუგდიდში დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

0

12049016_815269575252516_2098016172_n21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა და ის ხალხთა შორის მშვიდობის იდეის გაძლიერებას და გავრცელებას ემსახურება. მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში უერთდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს.

დღეს ა.ო. „იმედთან“ ერთად წარმომადგენლობის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს დევნილ ბავშვებს. ასფალტზე ხატვის შემდეგ მოზარდებმა დააგემოვნეს ნაყინი და გაუშვეს მშვიდობის ფრანები .

“ჩვენი საქმიანობის მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებულ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა , მათი საკითხების ადვოკატირება სხვადასხვა უწყებაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის თანადგომა და უფლებების დაცვა წარმოადგენს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული განსახლების ეფექტური პროექტები და ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის ბატონი ვახტანგ ყოლბაიას დევნილებთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში მაძლევს იმის უფლებას, განვაცხადო , რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც იზრუნებს დევნილი მოსახლეობის ღირსეული ცხოვრებისათვის. მიმაჩნია, რომ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა, მათი დახმარება და უფლებების დაცვა კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა”, – განაცხადა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს , აჭარა , სამეგრელო- ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა.

სხვა ახალი ამბები: