ზუგდიდში ერთ-ერთმა მოშიმშილე დევნილმა პირი ამოიკერა

0
piri amoikeraაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/piri-amoikeraa.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]
შიმშილობის აქცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიული ორგანოს ოფისში ისევ გრძელდება. ერთ-ერთმა მოშიმშილემ რამაზ არონიამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. რამაზ არონიას მოთხოვნა უცვლელი რჩება. ის სამინისტროს დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას თხოვს. პროტესტის ამ ფორმას მოშიმშილე დევნილთაგან კიდევ ერთი მიმართავს. როგორც გოდერძი ქობალია აცხადებს, პირს ისიც ამოიკერავს.
მოშიმშილე დევნილებთან ამ დრომდე არ მოსულა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, რომელსაც მოშიმშილეები დილიდან ელოდებიან

სხვა ახალი ამბები: