ზუგდიდში ერის სიჯანსაღეზე ზრუნავენ: -სოციალური აქცია ადგილობრივებისთვის (VIDEO)

0

zugdidi cityსამეგრელო-ზემო სვანეთის  სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გუბერნატორ ლევან შონიას ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის” თაოსნობით ენგურქაღალდ კომბინატის დასახლების საავადმყოფოს ბაზაზე დღეიდან დაიწყო სოციალური აქცია სახელწოდებით „ვიზრუნოთ ერთად ერის სიჯანსაღეზე“.

აქციის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ ზუგდიდში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც ამავე რაიონში არიან ჩასახლებულნი. სამედიცინო-პროფილაქტიკურ გასინჯვებს ატარებენ საქართველოს წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები შემდეგი პროფილით: პედიატრი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, დერმატო–ვენეროლოგი, უროლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, ფსიქოლოგი, ყელ–ყური, ლაბორანტი.

სამედიცინო ჯგუფი გამოკვლევებთან ერთად უფასოდ გასცემს მედიკამენტებს საჭიროებისამებრ, ასევე პედიატრები ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ პატარა ბენეფიციარებს.

ბენეფიციარების მიღება დილის ათ საათიდან  გვიან საღამომდე გრძელდება. უფასო სამედიცინო-პროფელაქტიკური კვლევები ზუგდიდში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ვიდეო